2010 წლის 29 მაისს თბილისში კუს ტბაზე უკვე მეორედ შეიკრიბა 3 000 ზე მეტი ადამიანი და ჩატარდა მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად- ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში. ღონისძიების სულისჩამდგმელები იყვნენ ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა" და სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა დ ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის მხარდაჭერით.
მარათონის მიზანს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ქალთა ცოდნის ამაღლებას სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის მეთოდების მნიშვნელობის შესახებ. მარათონი გულისხმობს პერსონალურ მონაწილეობას და წვლილის შეტანას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა, ნენსი ბრინკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო აქცია Race for the Cure, რომლის ქართული ანალოგიაა "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". აღნიშნულმა აქციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში ტრადიციაად იქცა.
მარათონის დღე ითვალისწინებდა მსვლელობასა და მარათონულ სირბილს, რომელშიდაც მონაწილეობდა 180 მორბენალი, საშუალო სკოლებისა და კოლეჯის სტუდენტები, საშუალო ასაკის ქალები და მამაკაცები, მორბენლები, ბავშვები, მსხვილი ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური საელჩოებისა და სამედიცინო სფეროს წარმომდგენლები.
12 საათიდან კი მარათონულ სირბილში მონაწილეობის მიღების მსურველები გადიოდნენ რეგისტრაციას. 13:00 საათზე მორბენლებმა სტარტი აიღეს და გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილების ფონზე კუს ტბას 5 წრე შემოურბინეს, რამაც 5 კილომეტრი შეადგინა. გამოვლინდნენ მარათონულ შეჯიბრში გამარჯვებული ქალბატონი და მამაკაცი.
12:00 საათიდანვე აქტიურად მუშაობდნენ კუს ტბის ტერიოტორიაზე გახსნილი სხვადასხვა ცენტრები - სარეგისტრაციო, საინფორმაციო-საგანმანათლებლო, მედია ცენტრი. საინფორმაციო-საგანმანათლებლო მაგიდებთან რიგდებოდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საჭირო მასალები - ბუკლეტები, ბროშურები, ლიფლეტები - ძუძუს ჯანმრთელობის, თვით-გასინჯვის მეთოდებისა და მამოგრაფიის შესახებ, ასევე სურვილის შემთხვევაში წარმოებდა საკითხთან დაკავშირებული საჭირო კონსულტაციაც. აქციის ყველა დამსწრეს საჩუქრად გადაეცა აქციის სამახსოვრო მაისურები, ბროშები აქციის ემბლემით, სტიკერები და სხვა სუვენირები.
14:00 საათზე შედგა აქციის მონაწილეთა საერთო მსვლელობა კუს ტბის გარშემო, რის შემდეგაც, 15:00 საათზე აქციის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას მხარდამჭერთა რანგში ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ბრიტანეთის ელჩი დენის კეეფი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკავსიის წარმომადგენლობის მისიის დირექტორის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი პირები.
უნვერსიტეტების 100-ზე მეტი სტუდენტი, საქართველოს სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები მოხალისედ მონაწილეოდნენ ღონისძიების ორგანიზებაში. ცალკე ადგილი გამოყოფილი იქნა ძუძუს კიბოზე გამარჯვებულთათვის, იმის ნიშნად, რომ დაფასებულიყო მათი მებრძოლი სული, მათ გადაეცათ ვარდისფერი ბაფთის ფორმის ნამცხვარი და სამახსოვრო მაისურები. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ძუძუს კიბოს ერთერთმა დამამარცხებელმა აღნიშნა - ჩვენ არასოდეს დავნებდებით.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ აქციაზე სკრინინგის (ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის) მოძრავი კაბინეტი იქნა უზრუნველყოფილი, რამაც 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს უფასო გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მისცა.
კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი ესწრებოდა ღონისძიებას. მათ მხარი დაუჭირეს ღონისძიებას და გამოთქვეს სურვილი შემდგომშიც გაეგრძელებინათ ბრძოლა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. 2010 წლის მარათონი სიცოოცხლის გადასარჩენად სპონსორობა გაუწიეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: BP, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, HSBC ბანკი, თიბისი ბანკი და თიბისი ფონდი, შპსგეოპლანტი, Georgian Events, ჰოფმან ლა როშე, DLA PIPER, Georgian Bakers, კუს ტბა, ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები, კომპანია ბორჯომი, UNICEF, IWA.
აქციაზე წარმოდგენილი იყო სპონსორების, მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპოზიციო სტენდები სხვადასხვა პროდუქციით, პრომო მასალებით. ასევე მოხალისეებმა მოაწყვეს მსურველებისათვის სახეზე ხატვის სესიები, რამაც დიდი პოპულარობა მოიპოვა აქციის მონაწილეებს შორის.
აქციის მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობდნენ პოპულარული ქართველი მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ხალვაში, ნინი შერმადინი, თიკა პაცაცია, ჯგუფი მგზავრები, ხალხური სიმღერის ანსამბლი ნეკრისი, კონცერტი მიჰყავდათ ხატია შამუგიას და ნიკა ლომიძეს.
ხალხი მოვიდა, რათა გამოეხატათ თავიანთი მონაწილეობა და მხარი დაეჭირათ მათთვის ვინც იმარჯვებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, დახმარებოდნენ იმის გაცნობიერებაში, რომ ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, მოეძიებინათ ფინანსური საშუალებები ადრეული გამოვლენისა და სკრინიგისათვის.
ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნაადრევი გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საწინდარია. ერთად ვიზრუნოთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე და დავამარცხოთ ძუძუს კიბო!